понедельник, 17 июня 2019 г.
суббота, 15 июня 2019 г.
სსიპ აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახ. ქ. თბილისის № 53-ე საჯარო
სკოლის პედაგოგის
სკოლის პედაგოგის
ნანა
კაკიაშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
თემა: რუსული ენის პრაქტიკული გამოყენება
თბილისი 2018/19 სასწავლო წელი.
სარჩევი
შესავალი
აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს №53 საჯარო
სკოლის მასწავლებლის
ნანა
კაკიაშვილის მიერ
ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. მასში განხილულია საკვლევ თემასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გამომწვევი მიზეზები. კვლევა ეყრდნობა სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ ინფორმაციას.
თავი I საკვლევი თემის მიმოხილვა
1.1 საკვლევი
საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა; პრობლემის
დასაბუთება;
უცხოური
ენის სწავლების მიზანს დღეს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა; უცხოური ენის საგანმანათლებლო
მიზანია მოსწავლის აღჭურვა საბაზისო ცოდნით, რომელიც მას ხელს უწყობს გზა გაიკვალოს
თანამედროვე ცხოვრებაში. მოსწავლეს, რომელ სფეროც არ უნდა აირჩიოს მან, პროფესიული საქმიანობისათვის, უცხოური ენა დასჭირდება, როგორც ინსტრუმენტი ცოდნისა და გამოცდილების გასამდიდრებლად. ამდენად, უცხოური ენის სწავლების საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის უზრუნველყოფა ისეთი ცოდნით, რომ მან შეძლოს უხოურ ენაზე სხვადასხვა ხასიათის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტების (რეპორტაჟი, საქმიანი წერილი, ინტერვიუ, რეფერატი, ბიოგრაფია,
პუბლიცისტური წერილი, შემეცნებითი ტექსტი და სხვა) გაგება, გაანალიზება, და დამუშავება
შემდგომში გამოყენების მიზნით სასწავლო საქმიანობაში; ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების, საკუთარი
აზრის, დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება; მეგობრული თუ საქმიანი წერილების
შედგენა, აქტუალურ თემებზე ზეპირი მოხსენების/პროექტის წარდგენა და სხვა.
ეს მიმართულება უკავშირდება იმ სოციალური
მიზნის განხორციელებას, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს უცხოური ენების დიდაქტიკაში, კერძოდ, ისეთი სოციალურად აქტიური ინდივიდის აღზრდა, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის მქონე
მოქალაქეებთან თანამოღვაწეობას. მთავარი გამჭოლი უნარ-ჩვევა, რომლის განვითარებასაც
უნდა მოემსახუროს ეს მიმართულება, არის კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად
გადაჭრა ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში. მეთოდური თვალსაზრისით, ასეთი ტიპის დავალებები ხელს
უწყობს კომუნიკაციურ-ენობრივი უნარების უკეთ დაუფლებას, რამდენადაც მოსწავლეებს უწევთ
ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ
სიტუაციაში გადატანა. (ესგ.თავი XXIV. საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენაში).
ჩემი
პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე,
შეიძლება
ითქვას, რომ ის საგანმანათლებლო მიზნები, რომლებიც დავსახეთ ბავშვების წინაშე:
გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა; მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების
ცოდნა; უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა; ტექსტის სახეებისა და მათი
მახასიათებლების ცოდნა;წერის, მოსმენის, კითხვისა, სამეტყველო და ენობრივი
უნარ-ჩვევების განვითარებაემსახურება სკოლაში კონკრეტული ამოცანების გადაჭრას,
ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: თანამშრომლობა, თავისუფალი
არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა. მაგრამ
ჩემი აზრით, ძირითადად პრობლემა,
კონკრეტულად რუსული ენისთვის, მდგომარეობს იმაში, რომ პრაქტიკული
გამოყენება ნაკლებად შესაძლებელია დღევანდელი
რეალობიდან გამომდინარე,
პრაქტიკის არქონა მოსწავლეებს ბარიერად ექმნებათ ენის დაუფლების კუთხით.
ხშირადმესმის მოსწავლეებისაგან, რომ ესმით ენა, შუძლიათ თარგმნონ ტექსტები,
დიალოგები, შეასრულონ კუნკრეტული დავალებები, მაგრამ თავისუფლად
გაბმულად
საუბარი მათ ძირითად ბარიერს წარმოადგენს.
მაშ, როგორი კუთხით უნდა ვმართოთ
საგაკვეთილო პროცესი, როგორ შევუწყოთ ხელი ენის
პრაქტიკულ ჭრილში გადაყვანას, როგორ მოვუხსნათ ბარიერი, რათა ზემოთ
ნახსენები მიზნების განხორციელება რეალური აღმოჩნდეს?
კვლევის მიზანია:
ü
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზესამეტყველო უნარის განვითარების ზოგადი კომპეტენციების განსაზღვრა;
ü
მისი მიღწევის სტრატეგიების, კოორდინირების, შეფასების ფორმებისა და მეთოდების შერჩევა;
ü
ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების
შეფასება.
კოლეგებთან სასწავლო ჯგუფში შეხვედრებმა, შეფასების
ჯგუფის ფარგლებში კოლეგების გაკვეთილებზე დასწრებამ და დაკვირვებამ, ერთობლივი შედეგების
გაანალიზებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ რუსულ ენაზე მეტყველება უჭირთ ჩვენი სკოლის
არა მარტო დაწყებითი საფეხურის, არამედ მომდევნო საფეხურებზე გადასულ მოსწავლეებსაც.
პრობლემის გამოკვეთის მიზნით კლასში შევიტანე საშუალო
მოცულობის უცხო ტექსტი და მივეცი დავალება, გაცნობოდნენ ტექსტს და გადმოეცათ შინაარსი.
აღმოჩნდა, რომ კლასის უმეტესობამ ვერ გაართვა თავი აღნიშნულ დავალებას.დავიწყე კვლევა.
1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისათვის
აღნიშნული კონკრეტული კვლევა,მისი
განხორციელების პროცესში, რომელშიც სკოლის მოსწავლეებიდა პედაგოგები უშუალოდარიან
ჩართულნი, მოსწავლეებს დაეხმარება გამოუმუშავდეს
მათ სხვა კულტურის წარმომადგენლებთან
წარმატებული კომუნიკაციის უნარი; სამეტყველო და ენობრივი უნარ-ჩვევები; ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,
როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი აჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა,
შემოქმედებითობა;
ასევე კვლევა დაეხმარება კოლეგებს მსგავსი
პრობლემების მოგვარებაში, ხელს შეეწყობსუკეთესივარიანტებისშექმნაში.
ვფიქრობ, რომ კვლევა დამეხმარება კონკრეტული ამოცანების
გადაჭრაში. სწორი გეზის არჩევაში, ისეთი სტრატეგიების
გამოვლენაში, რომელიც გამოავლენს მოსწავლის პოტენციალის თავისებურებებს, რადგანაც შევძლო
მოსწავლის აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, მოსწავლემ
შეძლოს ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით (მოსმენა, ლაპარაკი,
წერა, კითხვა, კულტურა).
კვლევის მოსალოდნელი შედეგები
Ø დავადგინო პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
Ø დავეხმარო მოსწავლეებს, გავუღვიძო ინტერესი უცხოური ენის მიმართ და აგრეთვე გავუღვივო დადებითი ემოციები ენის
სწავლების პროცესში.
Ø დავეხმარო მოსწავლეებს შემოქმედებითი პოტენციალის
გახსნაში, რაც კომუნიკაციური უნარების გამოვლენაში დაეხმარებათ.
Ø დავეხმარო მოსწავლეებს, გადალახონ ენობრივი
ბარიერი, თავისუფლად იურთიერთონ არა მარტო რუსული ენის გაკვეთილებზე, არამედ ამ
ენაზე მათთვის ჩვეულ გარემოში.
თავი II კვლევისამოცანები
2.1 კვლევის ჰიპოტეზა/კითხვები
Ø კვლევის მთავარი კითხვებია: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს,განივითარონ
კომუნიკაციური უნარები?
Ø
რა
ხელისშემშლელი პირობები არსებობს რუსული, როგორც უცხო ენის სწავლების
მიმართულებით?
Ø ჰიპოტეზა-მოსწავლეებს უჭირთ რუსულ ენაზე
ურთიერთობა, კომუნიკაცია.
2.2 კვლევის ამოცანები
1.ეროვნულ სასწავლო გეგმაში
უცხო ენისადმი მოთხოვნების ანალიზი და სამეტყველო ენის სწავლების არსებული ვითარების აღწერა.
2.უცხოური ენის სწავლების პროცესში
თანამედროვე მეთოდებისა და ეფექტური სრტატეგიების შერჩევა და მათი გამოყენების პრაქტიკაში დანერგვა.
3.უცხო ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების
გამოვლენა/შესწავლა და გადაჭრის გზების დასახვა.
4.მეტყველების უნარის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების
შესწავლა და მათი საგაკვეთილო პროცესში გამოყენება.
საკვლევი საკითხები:
ü
რა გავლენას ახდენს სასწავლო პროცესი სორგანიზებასთან დაკავშირებული ფაქტორები მოსწავლეთა კომუნიკაციური
უნარების განვითარებაზე;
ü
რა ხელის შემშლელი ფაქტორები ახდენს მოსწავლეებზე გავლენას ლამაზი და სწორი მეტყველების განვითარებაში.
კვლევის დაგეგმვა: როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა სწავლების პროცესის
გაუმჯობესებას, კომუნიკაციური უნარების განვითარება/გაუმჯობესებას?
Ø
რაოდენობრივი
და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება;
Ø
ინტერვენციების
დაგეგმვა;
Ø
ინტერვენციების
განხორციელება;
Ø
ინტერვენციების
შეფასება;
Ø
კვლევის შედეგების ანალიზი
თავი III ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი
საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უცხოური
ენების სწავლების აქტუალურობის კუთხით. საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად
და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია
ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება,
ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური
ენის სწავლებას ითვალისწინებს.
უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომების მოპოვების ხელშესაწყობად
სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ დადგენილ
დონეებთან და მითითებულია, სწავლების რომელი საფეხური შეესატყვისება ევროსტანდარტის
ამა თუ იმ დონეს.
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების
მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან
ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში(ესგ თავი XXIV. საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენაში).
ჩემი პედაგოგიურ პრაქტიკიდან გამომდინარე,შეიძლება
ითქვას, რომ რუსული ენის სწავლების
ხარისხი ბოლო ათწლეულში საგრძნობლად გაუარესდა
და აქედან გამომდინარე,გაჩნდა კითხვა: რა ხელისშემშლელი პირობები არსებობს რუსულის, როგორც
უცხო ენის სწავლების მიმართულებით?რა გარემო პირობებმა გამოიწვია აღნიშნული ფაქტი? რამ
გამოიწვია კომუნიკაციური უნარების დაქვეითება?
უცხოური ენის სწავლებისმიმართულებით
ჩატარებულმაკვლევებმა ცხადყო, რომ უცხოური
ენის სწავლების პროცესზე გავლენას ახდენსსხვადასხვა ტიპის ფაქტორები. გარემოში მომხდარი
ნებისმიერისახის ცვლილება სხვადასხვა სახით ზემოქმედებს სასწავლო პროცესზე და მას ან
დადებითად ან უარყოფითად წარმართავს.
უცხოური ენის სწავლების პროცესში აღინიშნება ისეთი
სფეროებისა და მოვლენების ზემოქმედება, როგორებიცაა, მაგალითად, ქვეყნის პოლიტიკა,
კულტურა, ეკონომიკა, საზოგადოებაში გაბატონებული განწყობა, და ა.შ. ქვეყნებს შორის
არსებული ურთიერთობა ხშირად მოქმედებს ამ ქვეყნების ენებისადმი დამოკიდებულების
ჩამოყალიბებაზე, რაც ნათლად აისახება ენების სასკოლო პოლიტიკაზეც. თუ, მაგალითად,
საქართველოში რამდენიმე ათეული წლის წინ პირველ სავალდებულო უცხოურ ენად რუსული იყო
შეთავაზებული, დღეს ამ როლს ინგლისური
ასრულებს და ის საქართველოშიც lingua franca-დ იწოდება. ენების პოლიტიკას ხშირად განსაზღვრავს
ასევე სასწავლო ტრადიციები და მეზობელ ქვეყანასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა(ეკატერინე
შავერდაშვილი, 2014:14).
ცნებები,,ენის
დაუფლება“ და ,,ენის სწავლა“ ხშირად სინონიმებად მოიაზრება, თუმცა ისინი ერთმანეთისგან
განსხვავდება.
უცხოური ენის სწავლა მომდინარეობს, როგორც
წესი, მხოლოდ გაკვეთილზე, სადაც ისწავლება კონკრეტული უცხოური ენის ფორმალური
ასპექტები(მორფოლოგია, სინტაქსი....). ამ შემთხვევაში - სასკოლო ან, საგაკვეთილო
სიტუაცია გვევლინება ფორმალურ, შეზღუდულ გარემოდ. არაფორმალურ სიტუაციებში კი -
ენის შემსწავლელი მიზანი ხდება, უპირველეს ყოვლისა, მეორე ადამიანისათვის საკუთარი
სათქმელის მნიშვნელობის გასაგებად მოწოდება. ასეთ დროს უკვე ხდება შესაბამისი
უცხოური ენის დაუფლება. ასე, მაგალითად, ბავშვი, რომელიც იმყოფება უცხო ქვეყანაში
და ცდილობს უცხო ენაზე გააგებინოს ამ ქვეყანაში მცხოვებ ბავშვს რაიმე, სათქმელის
თუნდაც შეცდომით გამოხატვისას - ეუფლება მოცემულ უცხოურ ენას.
სხვანაირად
რომ ითქვას, არაფორმალურ სიტუაციებში სწავლის ინიციატივა მთლიანად ენის
შემსწავლელისაგან მოდის, მაშასადამე, იგი თავად მართავს ენის სწავლის/ ათვისების
პროცესს. მართალია, არაფორმალურ სიტუაციაში ენის შემსწავლელი სავარჯოშო ფაზაში ან
სწავლისას თამაშის გზით თავად მართავს ენის ათვისების პროცესს, შესაძლოა ის
ნებისმიერ მომენტში აღმოჩნდეს მასწავლებლის მიერ მართული. მაშასადამე, გაკვეთილის პროცესში უფრო ხდება
უცხოური ენის სწავლა, არაფორმალურ სიტუაციებში(ყოფით გარემოში)კი- ენის ათვისება (ეკატერინე
შავერდაშვილი, 2014:21).
თანამედროვე
უცხოური ენის გაკვეთილის მნიშვნელოვან პრინციპებს წარმოადგენს:
v კომუნიკაციური ანუ
სამეტყველო უნარ-ჩვევებისგაკვეთილზე და არა იზოლირებულად, არამედ ინტეგრირებულად
მიწოდება და მათი ერთდროული განვითარება;
v ენა, როგორც საკომუნიკაციო
საშუალების ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში სწავლება;
v გრამატიკის როლის
შემცირება და მისი, როგორც მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად და არა მიზნად სწავლება;
v მშობლიური ენის როლი,
როგორც მასალის გაგების დაათვისების ხელშემწყობი საშუალება;
v ფაქტების ცოდნასთან
ერთად უცხო კულტურის გამოცდილების დიფერენცირებული აღქმა;
v თავისუფალი აზროვნების განმავითარებელ დავალებათა ტიპების შეტანა
გაკვეთილზე;
v მედიების როლის
გაზრდა ენის სწავლებაში და სწავლების სხვადასხვა სოციალური ფორმების შეტანა
გაკვეთილზე;
v ფორმაზე ორიენტირების
ნაცვლად შინაარსზე ორიენტირება და ინტერაქტიული დავალებებით მუშაობა, სადაც ყველა
მოსწავლე თანაბრად აქტიურია;
v შემსწავლელის ტიპის
გათვალისწინებით დავალებათა დიფერენცირებული შერჩევა;
v მოსწავლეებში
ავტონომიურობის განვითარების ხელშეწყობა და სხვ. (შავერდაშვილი2013/1,23).
საინტერესოა ფოლოსოფოსების აზრიც ამ
საკითხთან დაკავშირებით: „იმისათვის, რომ გაკვეთილი უფრო სახალისო იყოს,
მასწავლებელმა ხშირად უნდა გამოიყენოს აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს
შესაძლებლობას მისცემს, ფიზიკურად ჩაერთონ მათში. საკმაოდ ეფექტურია მოსწავლეთა
ჩართვა კვლევით აქტივობებში, სადაც მათ უხდებათ ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის
მოძიება. ასეთი სახის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარების
განვითარებას“ (კანტი, 1997:68).
ძალიან
საინტერესო იყო შემოთავაზებული მეთოდების
თვალსაზრისით ჩემ მიერ გაცნობილი ლიტერატურა.
ჩემი ყურადღება მიიქცია დრამის მეთოდმა.
დრამის მეთოდი უპირატესობას
ანიჭებს ტექსტს, რომლის ინსცენირებაც სასწავლო პროცესის აუცილებელი ატრიბუტია.
სასწავლო ტექსტების ინსცენირება და მოსწავლეების მიერ თეატრალიზებული სახით ახალი
მასალის ათვისება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხდება, და ამდენად, ენის
შემსწავლელები ამსახით უფრო მეტ მასალას ითვისებენ, ვიდრე, მაგალითად, საკლასო
ოთახში მასწავლებელების მიერ მიწოდებული რომელიმე ტექსტის დამუშავების დროს.
როლური თამაშები, მოსწავლეებისაგან იმპროვიზაციები, საწარმოთქმო სავარჯოშოები,
მოსმენის უნარ-ჩვევაზე ვარჯიში და ა.შ. - ეს ის ჩამონათვალია, რომელთა გამოყენებაც
სასწავლო პროცესში საკმაოდ ეფექტიანია და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაშიც დიდ
როლს თამაშობს (ბაკურაძე 2008/2,4).
ამ მიდგომის ენის ათვისებისას გამოყენება, რა თქმა უნდა, კარგია,
თუმცა მხოლოდ მისი დახმარებით ენის სრულყოფილად ათვისება ვერ მოხდება(ინსცენირებულ
ტექსტში არსებული სტრუქტურების გარდა სხვა ენობრივი სტრუქტურების შესწავლა ვერ მოხდება
და ა.შ.)(შავერდაშვილი2014/62,63).
საინტერესო იყო მოთელვის აქტივობაც, რომელიც ლექსიკური მარაგის მობილიზებას უწყობს ხელს.
იგი უწყობს ხელს,გაიხსნას ბავშვი და გახდეს უფრო თამამი. აქტივობა მდგომარეობს იმაში,
რომ კლასს უნდა შესთავაზო ჩამოწერილი თემებიდან ერთ-ერთი და სთხოვო ყველაზე გაბედულ
მოსწავლეს, გამოვიდეს კლასის წინაშე და და შერჩეულ თემაზე ილაპარაკოს ყველაფერი, რაც
თემის ირგვლივიცის 1 წუთის განმავლობაში. პაუზა არ უნდა აღემატებოდეს 5 წამს. აქტივობის
პირობების თანახმად, ლაპარაკის დროს ნაკლებად ყურადღება ექცევა გრამატიკას, მთავარია,
სწორად გადმოსცენ სათქმელი. დროის ამოწურვის შემდგომ წყდება საუბარი. როდესაც გრამატიკას
არ ანიჭებთ უპირატესობას, ის აუცილებლად გაიხსნება და ილაპარაკებს. კომუნიკაცია ხომ
ჩვენი სწავლების მთავარი მიზანია(მ. კაპეტივაძე. ინტერნეტგაზეთი, 18.01.2019).
აგრეთვე
საინტერესოა დისკუსიის მეთოდი. დისკუსია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია,
რომელსაც გვთავაზობენ მეთოდისტები მოსწავლეებისთვის მსჯელობის, კრიტიკული
აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის განსავითარებლად. ის ავარჯიშებს
მოსწავლეებს აზრების ზეპირად, მწყობრად გამოხატვასა და დასკვნების
გამოტანაში. მასწავლებელების უმეტესობას
მიაჩნია, რომ დისკუსია მათი გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ხშირად ამ
მეთოდის გამოყენებად მიიჩნეევენ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარებულ გაკვეთილს ან
მოსწავლის მიერ რამდენიმე
არგუმენტის მოყვანას.
უცხოური ენის გაკვეთთილზე დისკუსიას უფრო ხშირად
საშუალო საფეხურზე იყენებენ, თუმცა მისი ელემენტები გვხვდება დაწყებით და საბაზო
საფეხურზეც. ესგ-ის უცხოური ენის სტანდარტის სამივე საფეხურზე გათვალისწინებულია
სამეტყველო, კერძოდ, ლაპარაკის უნარზე მუშაობა (ნინო ფეტვიაშილი, ინტერნეტგაზეთი,
2/8 2017, დისკუსია უცხოური ენის
გაკვეთილზე).
საინტერსო
იყო მეთოდისტების აზრი სწავლების თანამედროვე მოდგომებთან დაკავშირებით.
მეთოდისტები გამოყოფენ აქტიური სწავლების სამ დონეს:
1.აღდგენა, როდესაც მოსწავლე ცდილობს
გაეცნოს მასალას, დაიმახსოვროს, აღადგინოს ცოდნა, დაეუფლოს ინფორმაციის/ცოდნის გამოყენების
ხერხებს ნიმუშის გამოყენებით. 2.ინტერპრეტაცია დაკავშირებულია მოსწავლის მიერ ნასწავლი მასალის
აზრის წვდომასთან, კავშირების დადგენასთან, განსხვავებულ სიტუაციაში ცოდნის გამოყენების
ხერხებთან.
3. შემოქმედებითობა, როდესაც მოსწავლე
ცდილობს თეორიული მასალის გააზრებას შემეცნებითი ინტერესის, პრობლემის გადაწყვეტის
დამოუკიდებლად ძიების საშუალებით.
ტრადიციულიმეთოდებისაგან
განსხვავებით,აქტიური მეთოდების გამოყენებისას ხდება აზროვნების გააქტიურება, შემოქმედებითი
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, მოსწავლეთა მოტივაციისა და ემოციურობის უმაღლეს
ხარისხში აყვანა. მუდმივი კომუნიკაცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უკუკავშირის
მეშვეობით. აქტიური მეთოდებით ხდება სასწავლო
მასალის ათვისება აქტიური სააზროვნო და პრაქტიკული ქმედებებით, რომლებიც ითვალისწინებს
არა მზა ცოდნის, ათვისება/დაზეპირებას, არამედ მოსწავლეების მიერ ცოდნისა და უნარის
განვითარებას მათ აქტიურ სააზროვნო და პრაქტიკული გამოყენების ფაზაზე.
ბოლო დროს მასწავლებლები ხშირად მიმართავენ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის
მეთოდს, რომელიც მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარს უვითარებს და ხელს უწყობს მოსწავლე-მასწავლებლის
ერთობლივ მუშაობას. პრობლემური სწავლებისას ახალი ინფორმაციის შემოტანა გულისხმობს
მის, ე.წ. აღმოჩენას. უცხოური ენის გაკვეთილზე მნიშვნელოვანი ელემენტია მოსწავლემ შეძლოს
მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ მასალაზე დიალოგის/ კომუნიკაციის წარმათვა. ამ მეთოდის
გამოყენება შესაძლებელია სამივე საფეხურზე, თუმცა გასათვალისწინებელია სწავლების დონე,
ლექსიკური მარაგი, ასაკობრივი თავისებურებები და მოსწავლეთა ინტერესები(ნინო ფეტვიაშვილი,
20.03.2018, ინტერნეტგაზეთი).
კვლევაზე მუშაობის ფარგლებში გავეცანი აგრეთვე
2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევს მასწავლებლებისათვის, სადაც
მოცემულია მრავალფეროვანი აქტივობების ანალიზი და რჩევები, რომლებიც პედაგოგებს ამ აქტივობების განხორციელებასა და სტანდარტით გათვალისწინებული
შედეგების დაძლევაში დაეხმარება.
ჩემ მიერ შესწავლილმა
ლიტერატურამ მომცა ბიძგი,ჩამეტარებინა კვლევა იმის თაობაზე, თუ როგორ გავაუმჯობესო
სასწავლო პროცესი, გავხადო უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო, რომელიც უბიძგებს ბავშვს
და დაეხმარება საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში.
თავი IV. მეთოდოლოგია
4.1 კვლევის მეთოდები:
ინტერვიუ, შედარებითი
ანალიზი, დაკვირვება, ანკეტირება, მონაცემთა ანალიზი, დიაგრამები.
პრაქტიკის კვლევა მოიცავს ოთხ ეტაპს, კერძოდ, საკვლევი საკითხის განსაზღვრის, დიაგნოსტირების,
ინტერვენციებისა და შეფასების ფაზებს. კვლევა განხორციელდა როგორც თვისებრივი, ასევე
რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
პირველ ეტაპზე განხორციელდა დიაგნოსტიკური კვლევა. ამ
ეტაპზე მონაცემების შესაგროვებლად გამოყენებულ იქნა მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტი-მოსწავლეთა
გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარით (იხ.დანართი N1) და გასაუბრება კოლეგებთან. შემდეგ
ეტაპზე დაიგეგმა რამდენიმე საფეხურიანი ინტერვენციების ციკლი. თითოეული ციკლი მოიცავდა
დაგეგმვას, დაკვირვებას, რეფლექსიასა და უკუკავშირს.
შეფასების
და დიგნოსტირების ეტაპზე მონაცემთა შესაგროვებლად ჩატარდა მოსწავლეთა გამოკითხვა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 21-მა მოსწავლემ.
მიღებული შედეგების
ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა ინტერვენციების
ეტაპი, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე
საფეხურიან ციკლს მოიცავდა. თითოეული საფეხური ითვალისწინებდა: თითოეული აქტივობის
პაკეტის სწავლების პროცესში გამოყენებაზე დაკვირვებას, შედეგების ანალიზს, რეფლექსიასა და უკუკავშირს.
კვლევის შედეგების განსასაზღვრად შეფასების ეტაპზე გამოყენებული იქნა კითხვარი
მოსწავლეთათვის.
ანკეტირების კითხვები მოსწავლეთათვის:
(რაოდენობრივი კვლევის
მეთოდი)
1.
როგორ ფიქრობთ, რატომ გიჭირთ უცხოური ენის
დასწავლა?
ა)ვერ
ვიგებ
ბ)არ
ვიცი როგორ ვისწავლო
გ)ვერ
ვხედავ სწავლის დანიშნულებას
2.
როგორ
ფიქრობთ, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეთ რუსული ენის დასწავლის პროცესში?
ა)სირთულეებზე არ ვფიქრობ, როცა მიზანს ვისახავ
ბ)ენის შესწავლა დიდ დროს და ძალისხმევასმოითხოვს
გ)დავუშვებ
შეცდომებს, რომლებიც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდებს
3.
თქვენიაზრით, რაგვიქმნისდაბრკოლებას ვისაუბროთ თავისუფლად უცხოურ(რუსულ) ენაზე?
ა)არ მაქვს პრაქტიკა
ბ)არ ვკითხულობ ლიტერატურას
გ)არ გამომდის და თავს ვარიდებ
4.
რა
მიშლის ხელს, რომ დავეუფლო რუსულ ენას?
ა)არ არის სახელმძღვანელოში საინტერესო
სადისკუსიო თემები
ბ)არ
არის ასაკის შესაბამისი
საინტერესო თემები
გ)სასურველია იყოს საგაკვეთილო პროცესში მეტი
პრაქტიკული დავალებები
5.
თქვენი
თვალთახედვით, რა უნდა შეცვალოს მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში, სამეტყველო
უნარები რომ უფრო დახვეწოს ბავშვმა?
..................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
4. 2 კვლევის სამიზნე ჯგუფი;
კვლევაში მონაწილეობდნენ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის №53
საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები.
4.3 მონაცემთა ანალიზი:
მოსწავლეთა უმრავლესობამ არ იცის, როგორ, რა კუთხით
ისწავლოს რუსული ენა.
მოსწავლეთა უმრავლესობამ სირთულედ დაასახელა ის,
რომ ეშინია შეცდომების დაშვების, რომლის გამოც დასცინებენ.
მოსწავლეთა უმრავლესობა დაბრკოლებად მიიჩნევს
პრაქტიკის უქონლობას.
მოსწავლეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ სასურველია
იყოს საგაკვეთილო პროცესში მეტი პრაქტიკული დავალება.
4.4 კვლევის ვადები :
აქტივობა
|
დეკემბერი
| იანვარი |
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
X
|
||||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
||||||
X
|
X
|
||||||
კვლევის მეთოდების შერჩევა
|
X
|
||||||
კითხვარის შერჩევა, დამუშავება
|
X
|
||||||
ჩაღრმავებული ინტერვიუ (თვისობრივი მეთოდი)
|
X
|
||||||
მოსწავლეთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)
|
X
|
||||||
მონაცემთა
დამუშავება(შეგროვება, ანალიზი)
|
X
|
||||||
X
|
|||||||
ინტერვენციების განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
X
|
|||
ინტერვენციების შემდეგ ჩაღრმავებული ინტერვიუ
მოსწავლეთათვის (თვისობრივი მეთოდი) ?
|
X
|
||||||
ინტერვენციების შემდეგ მოსწავლეთა ანკეტირება
(რაოდენობრივი მეთოდი) ?
|
X
|
||||||
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
X
|
||||||
შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის პრეზენტაცია
|
X
|
თავი V.ინტერვენციები
შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე ინტერვენციები, რომელთა
გამოყენებით ვგეგმავდი აქტივობებს,
თითოეული აქტივობას ვრთავდი საგაკვეთილო პროცესში2 სასწავლო კვირის განმავლობაში.
დაგეგმილი გაკვეთილები მოიცავდა როგორც პროგრამულ, ასევე არაპროგრამულ (დამატებით
ლიტერატურას) მასალას.
ინტერვენციების დაგეგმვისას გავითვალისწინე, რომ უცხოური ენის სწავლების
კომპეტენციებზე დაუფლება ძირითადად მიმდინარეობს რუსული ენის სასწავლო გეგმის მიმართულებით_
„კითხვა, წერა, ლაპარაკი,
მოსმენა, კულტურათა დიალოგი“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
უცხოური ენის სწავლების კომპეტენციების დასაუფლებლად სწავლების ორგანიზების ფორმებია: გაკვეთილი, კლასგარეშე მუშაობა.
კლასგარეშე საქმიანობის
ფორმებია: კლასის საათი, ექსკურსია.
უცხოური ენის სწავლების
კომპეტენციების მიღწევისათვის სტრატეგიების შერჩევის პრინციპებია:
• სასწავლო მიზანთან შესაბამისობა;
• მოსწავლის მომზადება სტრატეგიების
მიზნობრივად, ეფექტურად გამოყენებისათვის.
• სტრატეგიების გამოყენება
არ უნდა იწვევდეს მოსწავლის გადატვირთვას;
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;
პირველადი შედეგების
ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:
აქტივობა
გულისხმობდა კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებების შემოკლებული ვერსიების შეტანას
(მაგ, А. Чехов «Радость», К. Паустовский «Слепая лошадь» и т.д.) მოსწავლეები,
მას შემდეგ, რაც ეცნობიან ტექსტის შინაარსს, ინაწილებენ როლებს. ახდენენ
ნაწარმოებში მომხდარი მოვლენების ინსცერირებას. მათ უწევთ ზოგჯერ უსულო საგნების
გაცოცხლება და ამეტყველება, იმიტირებული სასამართლოს მოწყობა და მოვლენების
თეატრალიზება.
აღნიშნული აქტივობა სახალისოა, იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას, აქტიურ
ჩართულობას, ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ენობრივი, ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
ამდიდრებს წარმოსახვის უნარს და ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითობას.
აღნიშნული
აქტივობა გულისხმობს მასწავლებლის მიერ გაკვეთილის დასაწყისში თემების შეთავაზებას
(მაგ, სპორტი, ამინდი, ტანსაცმელი, კერძი...). მოსწავლე ერთი წუთის განმავლობაში საუბრობს
ამ თემაზე და აქვს მხოლოდ 5 წამიანი პაუზის უფლება. მასწავლებელი დასაწყისშივე
აფრთხილებს მოსწავლეს, რომ არ ექცევა ყურადღება გრამატიკულ შეცდომებს, რაც ხელს
უწყობს მოსწავლეს უფრო თავისუფლად, დაძაბულობის გარეშე მეტყველებაში.
აღნიშნული აქტივობახელს
უწყობს მოსწავლეებს, თამამად წარმოთქვან ფრაზები, იმეტყველონ მოცემულ თემაზე,
მობილიზება გაუკეთონ ლექსიკურ მარაგს, რაც ენობრივი უნარების განვითარებას უწყობს
ხელს.
დისკუსია
გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში რაიმე პრობლემურ საკითხზე მსჯელობას, განხილვას,
არგუმენტირებას, დასკვნების გამოტანას. სახელმძღვანელოდან შერჩეული ტექსტებიდან
მასწავლებელი და მოსწავლეები გამოყოფენ სამსჯელო თემას, რომლის ირგვლივაც იმართება
დისკუსია (მაგალითად, ,,უჩვეულო ძეგელები“). მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა უნდა
ისაუბროს ასეთი ძეგლების დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე, რამდენად საჭიროა, რა
ფუნქცია და დატვირთვა აქვს, რა სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია... მოსწავლეთა
მეორე ნაწილმა უნდა ისაუბროს კონტრარგუმენტებით, თუ რატომ არ უნდა იყოს ასეთი
ტიპის ძეგლები, რომ მათ არანაირი დანიშნულება არ აქვთ და რომ ჩანგალზე წამოცმული
პელმენისთვის ან კასრზე დადგმული კიტრისთვის ძეგლის დადგმა აზრს მოკლებულია.
აღნიშნული აქტივობაპირველ რიგში, ხელს უწყობს მოსწავლეებში სამეტყველო
უნარების განვითარებას, ავითარებს ლოგიკის, მსჯელობის არგუმენტირების უნარებს,
სახალისოა, იწვევს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას. მნიშვნელოვანია ინფორმაციული
თვალსაზრისითაც.
ექსკურსია დაიგეგმა კოლორიტული უბნების მიხედვით
(ძველი თბილისი, რუსთაველის პროსპექტი, ნარიყალა...). ექსკურსიის მსვლელობისას
მასწავლებელმა მოსწავლეები დაყო მცირე ჯგუფებად, რომლეთაც უნდა მოერგოთ რუსი
ტურისტებისა და გიდების როლები. ტურისტებს უნდა მოემზადებინათ შეკითხვები, ხოლო
გიდებს შეემუშავებინათ ტურისტული მარშრუტები. გიდები აცნობდნენ ტურისტებს ადგილის
მოკლე ისტორიას, აწვდიდნენ ინფორმაციას კულტურული ძეგლების შესახებ, ხოლო
ტურისტები სვამდნენ წინასწარ მომზადებულ ან იმპროვიზირებულ კითხვებს.
აღნიშნული აქტივობა- შემოქმედებითია, სახალისო, ჩართულია თითქმის ყველა
მოსწავლე, ინფორმაციულია. ავითარებს კომუნიკაციის, ენობრივ უნარებს, ამდიდრებს
ლექსიკურ მარაგს.
აქტივობის
ფარგლებში მოსწავლეებს უნდა შეერჩიათ და მოეტანათ მათ მიერ დამზადებული სხვადასხვა
ქვეყნის ტრადიციული კერძი, მოეყოლათ მოკლე ინფორმაცია აღნიშნული ქვეყნის შესახებ
და გაეცნოთ დანარჩენი მოსწავლეებისთვის, თუ რა ინგრედიენტები გამოიყენეს და როგორ
დაამზადეს კერძი. მათ უნდა დაეგემოვნებნათ ერთმანეთის მიერ დამზადებული კერძები და
გამოთქვათ თავიანთი შთაბეჭდილებები, დაესვათ დამაზუსტებელი კითხვები და ეპასუხათ
შეკითხვებზე.
აღნიშნული აქტივობა-
ავითარებს მონოლოგურ და დიალოგურ მეტყველებას, აზრის ჩამოყალიბების
თანანიმდევრულობას, მოსმენისა და კომუნიკაციის უნარებს, ავითარებს ენობრივ და
სამეტყველო უნარებს, სახალისოა, შემეცნებითია, იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას.
აქტივობა
გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის რუსული ფრაზეოლოგიზმების წინასწარ
გაცნობას, რისთვისაც გამოვიყენე ჩემ მიერ დამზადებული რესურსი ,,ფრაზეოლოგიზმების
ლექსიკონი“. გაკვეთილებზე მოსწავლეებს დაევალათ წყვილებში სახალისო, სიტუაციური,
თემატური დიალოგების შედგენა შესწავლილი ფრაზეოლოგიზმების გამოყენებით.
მოსწავლეებს მათთვის განკუთვნილი მეწყვილის ფრაზისთვის უნდა ეპასუხათ ფრაზით,
რომელშიც გამოყენებული იქნებოდა ფრაზეოლოგიზმით.
აღნიშნული აქტივობა - მოსწავლის ლექსიკურ მარაგს ამდიდრებს
მხატვრულ-ლიტერატურული ენით, ავითარებს ენობრივ-კომუნიკაციურ უნარებს, დიალოგურ
მეტყველებას, სახალისოა, მოსწავლეთა მამოტივირებელია.
აქტივობის
ფარგლებში მოსწავლეებს დაევალათ, შემოთავაზებული თემებიდან აერჩიათ ერთი თემა
(სუვენირები, სუპერმარკეტი, ტანსაცმელი, სურსათი...), სიმულაციური თამაშისთვის.
მათ უნდა წარმოედგინათ, რომ იყვნენ გამყიდველები და მყიდველები სხვადასხვა სექციის
მაღაზიებში. წყვილს უნდა წარემართა დიალოგი თემატური ლექსიკის კონსტრუქციების
გამოყენებით (თავაზიანი მიმართვის ფორმები, რიცხვითი სახელები...)
აღნიშნული აქტივობა- ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის განმტკიცებასა და
გააქტიურებას, კრეატიულ აზროვნებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას,
ლოგიკური უნარის განვითარებას, ზეპირმეტყველებასა და იმპროვიზაციას.
აქტივობა
გულისხმობს მოსწავლეების მიერ თემის შერჩევას (მაგ, სასკოლო ცხოვრებიდან, მათი
ყოველდღიურობიდან: წვეულება, სპორტული დარბაზი...). მოსწავლეებმა წინასწარ შერჩეულ
ჯგუფებში ამ თემის ირგვლივ უნდა შექმნან კომიქსი და შემდეგ გაითამაშონ კლასში.
აღნიშნული აქტივობა
ავითარებს წერით უნარებს (მცირე ზომის ტექსტების შექმნა), შემოქმედებოთობას, ხელს
უწყობს ზეპირი მეტყველების განვითარებას, ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, სახალისოა,
იწვევს მოსწავეთა აქტიურ ჩართვას საგაკვთილო პროცესში.
თავი VI კვლევის შედეგების ანალიზი
6.1 ინტერვენციების შედეგები;
ინტერვენციების ჩატარების შემდეგ შევადგინე კითხვარი მოსწავლეებისთვის,
რათა შემეფასებინა ჩემ მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტურობა. კვლევის შეფასების ეს ეტაპი გულისხმობდა ინტერვენციების
შედეგების გამოვლენასა და ანალიზს. კითხვები შეეხებოდა აქტივობების მნიშვნელობისა და
ეფექტურობის განსაზღვრას (იხ. დანართი 1).გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა სამი ძირითადი
თემა: დაგეგმილი აქტივობების მნიშვნელოვნება, სასწავლო პროცესის ცვლილება, მოსწავლეთა
ჩართულობის ზრდა.
აქტივობების
მნიშვნელოვნება-აღნიშნული აქტივობების გამოყენებამ მოსწავლეებში აამაღლა
თვითშეფასება, მეტად განუვითარა სამეტყველო-კომუნიკაციური უნარები, ზეპირმეტყველება.
ადრე მრცხვენოდა რუსულად ლაპარაკის, მეგონა დამცინებდნენ
და ვცდილობდი, ჩუმად ვყოფილიყავი. ეხლა უფრო გავთამამდი, შემიძლია ჩემი აზრი უფრო თამამად
გამოვთქვა.
არ მეშინია გრამატიკული შეცდომების დაშვების, მივხვდი,
რომ შემიძლია რუსულად ვილაპარაკო.
ეს გაკვეთილები დამეხმარა, რომ უფრო თამამად გამოვხატო
საკუთარი აზრი, ვიყო უფრო თავდაჯერებული.
სასწავლო პროცესის ცვლილება-მონაწილეები აღნიშნავენ შესამჩნევ ცვლილებებს სასწავლო
პროცესში. მათი განმარტებით, გაკვეთილები გახდა უფრო სახალისო, საინტერესო და დინამიური.
გაკვეთილი დატვირთული გახდა მრავალფეროვანი აქტივობებით და გაიზარდა ჯგუფური სამუშაოების
რაოდენობა. გაჩნდა დიფერენცირებული მიდგომის ელემენტები, კერძოდ, მოსწავლეებს გაუჩნდათ
არჩევანის საშუალება სხვადასხვა ფორმით გამოავლინონ ცოდნა. გაკვეთილი უფრო მეტად გახდა
მოსწავლეზე ორიენტირებული, ვიდრე მანამდე. მოსწავლეები გააქტიურდნენ, ხოლო მასწავლებელი
უფრო ფასილიტატორის ფუნქციას ასრულებს.
მიხარია რუსულის გაკვეთილზე შესვლა,
არ არის ერთფეროვანი, უფრო სახალისო გახდა.
გაკვეთილები უფრო თამაშებს ჰგავდა
და ძალიან მომწონდა, თან ლაპარაკსაც უფრო კარგად ვსწავლობდით.
მომწონდა როლური თამაშები, სახალისო
და საინტერესოა. მგონი, მსახიობის ნიჭიც აღმოვაჩინე ჩემს თავში.
ამ გაკვეთილებზე ჩვენ ვიყავით აქტიურები,
სხვა დროს უფრო მასწავლებელი აქტიურობდა.
ასეთი გაკვეთილები უფრო ბევრჯერ უნდა
იყოს.
მოსწავლეთა ჩართულობის ზრდა- გაიზარდა მოსწავლეების ჩართულობა და ინტერესი გაკვეთილის
მიმართ, გააქტიურდნენ პასიური მოსწავლეები. მოსწავლეებმა მეტად შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების
გამოვლენა. დასახელდა რამდენიმე აქტივობა, რომელიც მათ უბიძგებდა ჩართულობისკენ. მაგალითად,
კომიქსებისა და როლური თამაშების გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა,
კონცენტრაცია და პასუხისმგებლობა.
მოსწავლეებმა განსაკუთრებულად გამოყვეს რამდენიმე აქტივობა:
,,მოთელვის აქტივობა“, „ექსკურსია თბილისის უბნებში“, ,როლური თამაშები“. აღნიშნული
აქტივობები ხელს უწყობს თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, კომუნიკაციას და საკუთარი
მოსაზრებების ლაკონურად გამოხატვას. მოსწავლეების დადებით დამოკიდებულებაზე განმავითარებელი
შეფასების მიმართ მეტყველებს მათი სურვილი, რომ სხვა საგნების მასწავლებლებმაც დანერგონ
მსგავსი აქტივობები სწავლების პრაქტიკაში.
ვინც ადრე საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას
გაკვეთილში და სცხვენოდა, ეხლა ისიც ჩაერთო.
ამ გაკვეთილებში ყველა ვიყავით ჩართული,
რადგან სახალისო იყო და გასართობიც.
ვიღაცეების როლებში ყოფნა მომეწონა,
რუსულად მგონი უფრო კარგად ავლაპარაკდი.
რუსული ძალიან მომეწონა.
მოსწავლეთა გამოკითხვამ ცხადყო დაგეგმილი
აქტივობების ეფექტურობა.
მასწავლებლის თვითშეფასება:
მოსწავლეების პარალელურად
შევადგინე თვითშეფასების კითხვარი (იხ. დანართი 2), რომლის საშუალებითაც მინდოდა შემეჯამებინა
კვლევა და მისი შედეგები.
თავი VII მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
მოსწავლეთა გამოკითხვისა და მასწავლებელთა თვითშეფასების
კითხვარის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა კვლევის მნიშვნელოვანი შედეგები. დასკვნის სახით,
შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებზე მნიშვნელოვნად აისახა ჩემ მიერ დაგეგმილი აქტივობები
და ისინი მიესალმებიან სასწავლო პროცესის გახალისებასა და გამრავალფეროვნებას.
ამ აქტივობების გამოყენებასთან დაკავშირებით მქონდა
მოლოდინი, რომ აქტივობების დაგეგმვისას საჭირო იქნებოდა ბევრი დრო და რესურსი, დაიხარჯებოდა
მეტი ძალისხმევა, რათა აქტივობები მორგებოდა გაკვეთილის მიზანსა და მიმდინარეობას.
ჩემი წარმოდგენები ამასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გამართლდა. აქტივობების უმრავლესობა
არ საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას, თუმცა იყო ისეთებიც, რომლებსაც ბევრი დრო
და რესურსი სჭირდება, მაგალითად, აქტივობები
,,ექსკურსია თბილისის უბნებში“, ,,ტრადიციული კერძები“.
კვლევისას მივიღე ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის
გავეცანი უცხოურ ლიტერატურასა და გამოცდილებას. მიღებული ცოდნა დამეხმარა ზეპირმეტყველების,
ენის პრაქტიკაში გამოყენების არსის გააზრებაში, გამიუმჯობესა პრაქტიკა. ამ აქტივობების
ჩართვამ საგაკვეთილო პროცესში ბევრი რამ შეცვალა, გაკვეთილი გახდა აქტიური, სახალისო
და ეფექტური.
ნაკლოვანებები: კვლევის
პროცესის სირთულე იყო თემის მასშტაბურობა, თუმცა მისგან მიღებული ცოდნა არის ნაყოფიერი.
ასეთი ტიპის კვლევები მასწავლებლისგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას, დროსა და რესურსს.თუმცა,
გამომდინარე იქიდან, რომ არის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, ვფიქრობთ, პრაქტიკის
კვლევა აუცილებლად უნდა დაინერგოს სკოლაში, რადგან ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ
განვითარებაში. მეც აუცილებლად ვგეგმავ სამუშაო შეხვედრას და გამოცდილებისა და რეკომენდაციის
კოლეგებისთვის გაზიარებას.
ამრიგად, კვლევის
შედეგად:
·
დავადგინე,
რომ სასწავლო პროცესში ნაკლებ აქცენტს ვაკეთებდი ენის ყოველდღიურ პრაქტიკაში
გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას (ამის მიზეზი ისაა, რომ
სახელმძღვანელოში ძირითადად საინფორმაციო ტექსტებია შეტანილი და ფაქტობრივად არ
არის მხატვრული ლიტერატურა, საყოფაცხოვრებო თემატიკაზე აგებული მასალა);
·
ბოლომდე
გავიაზრე ენის პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელოვნება;
·
ვისწავლე
და პრაქტიკაში გამოვცადეზეპირი კომუნიკაციის ისეთი სტრატეგიები, რომელთა დანერგვა
სასწავლო პროცესში რეალურადაა შესაძლებელი;
·
გავიგე,
რომელი სტრატეგიებია უფრო ეფექტური მოსწავლეთა რეალური პროგრესის მისაღწევად;
·
გავიაზრე,
რამდენად მნიშვნელოვნად თვლიან თავად მოსწავლეები უცხო ენისა და ასეთი ტიპის
გაკვეთილების აუცილებლობას.
·
დავადგინე, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობების
გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ უცხო ენაში (შესაძლოა მცირე მოდიფიცირება),
შესაბამისად, განხორციელებული სამუშაო მნიშვნელოვანი იქნება ჩემი კოლეგებისთვისაც;
·
გავიუმჯობესე
პედაგოგიური პრაქტიკა;
·
სასწავლო
პროცესი გახდა უფრო სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი;
·
მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია და ჩართულობა;
·
გაუმჯობესდა
მოსწავლეთა შედეგები (რაც აჩვენა ზეპირმა შემაჯამებელმა სამუშაომ);
·
გაიზარდა
საგანთშორისი ურთიერთობის კულტურა.
კვლევის შედეგების ანალიზმა
აჩვენა მისი ეფექტურობა. ყველა საკვლევ კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი, ჩემ მიერ
დასახული მიზანი იყო მიღწეული.
ბიბლიოგრაფია:
1.
ეროვნული
სასწავლო გეგმა 2018-24წ.
2.
ეროვნული
სასწავლო გეგმების პორტალი, „უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები“. http://ncp.ge/ge/utskhouri-enebi/utskhouri-enis-stsavlebis-miznebi-da-amotsanebi
3.
კაპეტივაძე
მ. , „მოთელვის აქტივობები ინგლისური ენის
გაკვეთილებისათვის“, ინტერნეტგაზეთი, 18 იანვარი, 2019. http://mastsavlebeli.ge/?p=20252
4.
რევია
მ.«Русский язык», ს.IV, გამომცემლობა „დიოგენე“, 2012.
5.
უცხოური
ენები, 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი მასწავლებელთათვის,
სI-სVIII დონეები. http://ncp.ge/files/subjects/ucxouri%20enebi/ucxouri%20enebis%20saerto%20shesavali.pdf
6.
ფეტვიაშვილი
ნ. „როგორ გავხადოთ უფრო საინტერესო და
სახალისო რუსული ენის გაკვეთილი“, 20 მარტი, 2018. http://mastsavlebeli.ge/?p=17377
7.
ფეტვიაშვილი ნ. „დისკუსია უცხოური ენის გაკვეთილზე“,
ინტერნეტგაზეთი,2 აგვისტო, 2017.
8.
შავერდაშვილი
ე. „თანამედროვე უცხოური ენის გაკვეთილი“,
ინტერნეტგაზეთი, 15 ნოემბერი, 2013 http://mastsavlebeli.ge/?p=3862
9.
შავერდაშვილი ე.
„უცხოური ენის სწავლების საფუძვლები“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა“, 2014. https://www.researchgate.net/profile/Ekaterine_Shaverdashvili/publication/275583428_utskhouri_enebis_sapudzvlebi/links/553feb4e0cf2736761c25beb/utskhouri-enebis-sapudzvlebi.pdf
10.
ხასია ი. „უცხოური ენის შესწავლის ხელშემწყობი პირობები
დაწყებით კლასებში“, ავტორეფერატი, ბათუმი 2018.
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_10045_2.pdf
დანართი №1
მოსწავლეებისთვის
დასმული კითხვები:
1.
|
დაგეხმარა თუ არა და კონკრეტულად როგორ მასწავლებლის მიერ დაგეგმილი
აქტივობები ენობრივი პრობლემის დაძლევაში?
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
კომენტარი:
|
||||
2.
|
შეცვალა თუ არა მასწავლებელმა სასწავლო პროცესი?
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
კომენტარი:
|
||||
3.
|
თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის აქტივობების
გამოყენება სწავლის პროცესში?
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
კომენტარი:
|
||||
4.
|
რომელ აქტივობას გამოყოფდითგანხორციელებული აქტივობებიდან?
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
კომენტარი:
|
||||
5.
|
რამდენად ხშირად ისურვებდით მსგავსი ტიპის გაკვეთილებს?
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
კომენტარი:
|
||||
დანართი №2
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვები
1. რა მოლოდინები
მქონდა კლასში ზეპირი კომუნიკაციის გამოყენებისთვის განკუთვნილი აქტივობების
გამოყენებასთან დაკავშირებით?
2. რამდენად
ამომწურავი ინფორმაცია მივიღე ენის პრაქტიკაში გამოყენების არსისა და ამისთვის
განკუთვნილი აქტივობების შესახებ კვლევაზე მუშაობისას?
3. რაში დამეხმარა
მიღებული ცოდნა?
4. რამხრივ
შეცვალა საგაკვეთილო პროცესი ამ აქტივობების
ჩართვამ?
5. კვლევის დასრულების
შემდეგ რამდენად აქტუალურად მიმაჩნიაამ აქტივობების გამოყენება მაღალ კლასებში?
6. დამჭირდათუარა
აქტივობის მოდიფიცირება? რატომ?
7. რა სირთულეებს
წავაწყდი კვლევის პროცესში?
8. რა დროს
ვუთმობდი აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას? მოითხოვს თუ არა განსაკუთრებულ
ძალისხმევას?
9. შემოთავაზებული
აქტივობებიდან რომელს გამოვიყენებ უფრო ხშირად სასკოლო პრაქტიკაში? რატომ?
10. კონკრეტულად
რაში დამეხმარა პრაქტიკის კვლევა პროფესიულ განვითარებაში?
11. რას შევცვლიდი
კვლევის თავიდან ჩატარების შემთხვევაში?
12. პრაქტიკის
კვლევის რა ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოვყოფდი?
13. რამდენად
საჭიროა პრაქტიკის კვლევის დანერგვა სკოლისთვის?
14.
ვგეგმავ თუ არა გამოცდილების გაზიარებას
კოლეგებისთვის? როდის და რა ფორმით?
კვლევის ანგარიშის რეფლექსია
სსიპ აკადემიკოს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის №53 საჯარო სკოლაში
ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე „რუსული ენის პრაქტიკული გამოყენება“.
კვლევის მიზანი იყო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სამეტყველო უნარის განვითარების ზოგადი კომპეტენციების განსაზღვრა; მისი მიღწევის
სტრატეგიების, კოორდინირების, შეფასების ფორმებისა და მეთოდების შერჩევა; ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების
შეფასება.
კვლევა განხორციელდა 2019 წელს და მომდინარეობდა შვიდი თვის განმავლობაში.
კვლევაზე მუშაობის დროს გავეცანი ლიტერატურას და ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, რომელთაც
უკვე ჰქონდათ კვლევის ჩატარების გამოცდილება. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია,
მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაო შეხვედრაზე გავაცანი კოლეგებს. პრეზენტაცია
შედგა უცხოური ენის კათედრის ფარგლებში, მას ესწრებოდნენ როგორც რუსული, ისე ინგლისური
ენის მასწავლებლები. პრეზენტაციის დროს მსმენელებს
გავაცანი კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები,
დასკვნები.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. კითხვები
შეეხებოდა ინტერვენციებს და კვლევის შედეგებს,
აქტივობების ძლიერ და სუსტ მხარეებს. მათ აღნიშნეს, რომ კვლევა პრაქტიკულად ღირებულია პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. კოლეგებმა
კვლევის ზოგიერთ კომპონენტს მისცეს მაღალი
შეფასება. მაგალითად, მათთვის განსაკუთრებით
საინტერესო აღმოჩნდა ინტერვენციები. მე შევეცადე, რომ ყველა დაინტერესებული პირი სრულად
ინფორმირებული ყოფილიყო კვლევის განხილვის
შესახებ. პრეზენტაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია კოლეგებში, მათ გამოთქვეს სურვილი, თავადაც ჩაეტარებინათ მსგავსი
ტიპის გაკვეთილები.
კვლევა საინტერესოა, კარგად არის სტრუქტურირებული, ადვილად
იკითხება და გასაგებია. მნიშვნელოვანია აქტივობები, რომლებიც კვლევის ფარგლებში გაქვთ
გამოყენებული.
კვლევა კარგადაა ორგანიზებული, დაგეგმილი ინტერვენციები
თანმიმდევრულია, განსაკუთრებით მომეწონა და ვფიქრობ, ძალიან ეფექტურია აქტივობა ,,ფრაზეოლოგიზმები“.
თქვენი კვლევის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი პრაქტიკის
კვლევის აუცილებლობაში, ეს ნამდვილად ზრდის მასწავლებლის პროფესიონალიზმს და მნიშვნელოვანია
მოსწავლეებისათვის.
სიამოვნებით გამოვიყენებ ამ აქტივობებს ინგლისური ენის
სწავლებისას. განსაკუთრებით მომეწონა კომიქსების აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
განსაკუთრებით
საინტერესო იყო მოსწავლეთა ზეპირი უკუკავშირი. მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საინტერესო
და სახალისო გაკვეთილები, რომლებიც
დატვირთული გახდა მრავალფეროვანი აქტივობებით, მოსწავლეებს
გაუჩნდათ არჩევანის საშუალება, გამოიკვეთა მათი მრავალმხრივი უნარები, რაც მთავარია,
გაუმჯობესდა მათი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
კითხვები შეეხებოდა
ინტერვენციებს და შედეგებს. მათ აღნიშნეს,
რომ კვლევა პრაქტიკულად ღირებულია პროფესიული
ზრდის თვალსაზრისით. კოლეგებმა კვლევის ზოგიერთ კომპონენტს მისცეს მაღალი შეფასება.მაგალითად, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ინტერვენციები და კვლევის
მეთოდოლოგია. მე შევეცადე, რომ ყველა დაინტერესებული
პირი სრულად ინფორმირებული ყოფილიყოკვლევის განხილვის შესახებ.
ნანა კაკიაშვილი
კვლევის ავტორი რუსული ენის პედაგოგი
Подписаться на:
Комментарии (Atom)